საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები გიდის პროფესიასა და ტურიზმის ისტორიას გაეცნენ 
05-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს გაიმართა მოსწავლე გიდების მესამე შეხვედრა, სადაც მოსწავლეები შეხვდნენ ისტორიკოსს, ფაზისის აკადემიის სწავლულ მდივანს და გიდს - ეკა კარტოზიას.

ამ შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გიდის პროფესიას, ტურიზმის ისტორიას, განვითარების ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203