წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლის -  მარიამ კონჯარიას წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში და „ორგზის გამარჯვება“ 
05-06-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ნიჭიერი მოსწავლე მარიამ კონჯარია, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობს. შედეგად კი, სკოლას დიპლომებით, სიგელებითა და გამარჯვებით უბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ის „ეტალონის“ პროექტებშიც მონდომებით ერთვება. ამჯერად, მარიამ კონჯარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „აფხაზეთობა 2024“ მონაწილეობდა. მასში მოსწავლე შემდეგი ორი საკონკურსო მიმართულებით ჩაერთო:

 1. საკონკურსო მიმართულება - „მხატვრული კითხვა“, სადაც შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ წაიკითხა და 1-ელი ადგილი დაიკავა;

2 .საკონკურსო მიმართულება - „თავისუფალი თემა - „ო აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო“, სადაც მისმა ნამუშევარმა მე-3 ადგილი დაიკავა.

მარიამ კონჯარია კონკურსის თაობაზე ინფორმაციას თავად აზიარებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდის. 

„ორგზის გამარჯვებული! დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს ამ დღისთვის. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს - ჯემალ გამახარიიას, კონკურსის ორგანიზატორს - ნანა კვარაცხელიას და სრულიად ხელმძღვანელობას. მადლობა უსაზღვრო ბედნიერებისთვის, საჩუქრებისთვის, მასპინძლობისთვის სრულიად ამ დღისთვის. მადლობას ვუხდი ნათია მიქავას  მხარდაჭერისთვის“,- წერს მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203