ურავის საჯარო სკოლას საჩუქრად Arduino-ს სრული კომპლექტი გადაეცა
05-06-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში საგანმანათლებლო მოწყობილობების მაღაზიის - STEAMit (სთიმითი) წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებმა ძალიან საინტერესო ვორქშოფი გამართეს და სკოლას საჩუქრად Arduino-ს სრული კომპლექტი გადასცეს. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მისი გამართვა-დაპროგრამება ასწავლეს და პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს. 

აღნიშნულმა შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ მზაობა გამოთქვეს მომავალში აქტიურად ჩაერთონ STEM-ის ფარგლებში დაგეგმილ აქტოვობებში. 

„სთიმითის“ წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას, რომ შეარჩიეს ჩვენი სკოლა და დიდი შესაძლებლობები მისცეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203