
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა. მათემატიკის მასწავლებელმა - არჩილ ბურჯანაძემ და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბავშვებს, პროგრამა kahoot-ის გამოყენებით, სახალისო და საინტერესო აქტივობა შესთავაზეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტუალურ შეჯიბრში ასაკით პატარა მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
„მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს ადრეულ ასაკშივე დაეუფლონ ტექნოლოგიების გამოყენებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: