
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და საინტერესო ღონისძიებებითაა დატვირთული.
მათ შორის, 4 ივნისს, სკოლაში საგრანტო პროექტის - „მოხისელი ეკომეგობრების“ ბოლოსწინა აქტივობა გაიმართა. პროექტში ჩართულმა მოხალისეებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეკო-თოჯინებით სპექტაკლი - „ჩვენ ნარჩენები და დანარჩენები“ წარმოუდგინეს.
მათ დეკორაციების დამზადება ხიდისთავის საჯარო სკოლაში სასწავლო ვიზიტისას შეისწავლეს. „არ დავიღლებით საოცარი მიმოზა ღოლიჯაშვილისათვის სამადლობელი სიტყვების დაწერით“,- ამბობენ სკოლაში.
წარმოდგენის შემდეგ, სპექტაკლზე დამსწრე მოსწავლეებმა უკუკავშირი დაწერეს და წარმოდგენა შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებაა დაგეგმილი. აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: