ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურ მეწარმეობას საინტერესო პროექტის დახმარებით სწავლობენ
05-06-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არაერთი აქტივობითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში საინტერესო პროექტი -„სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული განვითარებაზე დაფუძნებული უნარები - SEEDS - საქართველოსა და უკრაინაში“ მიმდინარეობს. მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარება, რათა სისტემურად მოხდეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში, სახელმწიფო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში, მწვანე და გაციფრულებული დღის წესრიგის შესაბამისად.

პროექტის პარტნიორები არიან - ლტოლვილთა დანიის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტალინის უნივერსიტეტი, მარიუპოლის ახალგაზრდული კავშირი.

კარიერულ მეგზურად პროექტში ჩართულნი არიან ივანდიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნატო ბენდელიანი და ხელოვნების მასწავლებელი - ია ტერელაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203