არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გზები დასახეს და ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს
05-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ინგლისური ენის მასწავლებელმა გაიანე უნანიანმა ჩაატარა. მის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „გლობალური დათბობით გამოწვეული შედეგები“ ინფორმაცია მოიძიეს.

შემდეგ კი მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პოსტერი დაამზადეს და ინგლისურად გლობალურ დათბობაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე, ამ პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ინგლისური ენის კარგი ცოდნა გამოავლინეს, განავითარეს შემოქმედებითი უნარები და მეტყველება გაიუმჯობესეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203