„წიგნი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია“- ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-06-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. 

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ სკოლაში სხვადასხვა თემატური აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, იქ, მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტი - „ჩვენი არჩევანი“ განხორციელდა, მისი თემა იყო „წიგნი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია“. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203