„ჩვენი უფლებები“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასში მინი პროექტი განხორციელდა 
05-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, II კლასის დამრიგებელმა - მარიამ ტაბატაძემ თავის სადამრიგებლო კლასში მინი პროექტი - „ჩვენი უფლებები“ განახორციელა. მის ფარგლებში, მასწავლებელმა ბავშვთა უფლებების შესახებ პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიან ფილმსა და მშობლების მიერ ჩაწერილ მისალოც ვიდეოს უყურეს. შემდეგ კი ჯგუფურად იმუშავეს. 

მოსწავლეებმა თავისი ხელებით შექმენს მინი პლაკატები და საკლასო ოთახის კედლები დაამშვენეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებელს, აქტიურობისათვის და ყველას ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203