ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, წიგნები აჩუქეს 
05-06-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურითა და ზოგადად, წიგნის კითხვით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ წიგნიერების დონის ამაღლებისა და ლიტერატურის შეყვარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებლებმა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებს მათ მიერ შერჩეული წიგნები საჩუქრად გადასცეს. აღსანიშნავია, რომ მათზე სამახსოვრო წარწერებიც იყო განთავსებული. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ახალი სასწავლო წლიდან, არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეები წაკითხულს ერთმანეთს გაუზიარებენ და საჯაროდ კითხვის საღამოებს გამართავენ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაიმართება და ამას ერთჯერადი სახე არ ექნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203