თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
05-06-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და ანბანის საფუძვლიანი შესწავლა კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი ღირშესანიშნავი, საინტერესო და ლამაზი დღე შეემატა, დაემშვიდობნენ ანბანს და მე-2 კლასში გადასვლა იზეიმეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სახელწოდებით -  „ანბანთან   დამშვიდობება“ ცოდნა შეაჯამეს, შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და პედაგოგსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

ღონისძიებას პედაგოგი ლია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დამშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203