
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა - ციცი ჩინჩალაძემ და მარიამ აზრუმელაშვილმა დანარჩენებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.
გარდა ამისა, მათ ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე პრეზენტაცია მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსია გაიმართა.
აქტივობები სკოლის დირექტორის - ლალი შიხიაშვილისა და პედაგოგების - დალი გაბრიჭიძისა და ანა პაპაშვილის ჩართულობით მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: