დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირზე გუნდური გამარჯვება მოიპოვეს
05-06-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

2 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ჩატარდა. მასში დიდაჭარის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ღირსეულად იასპარეზეს, გუნდური გამარჯვება მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ,  რომელიც ბათუმში გაიმართება. მათი პედაგოგი მალხაზ შავაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

„ვულოცავთ ბავშვებს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო ტურნირზე. მონაწილე მოსწავლეები არიან მარიამი, იაკობი გეგა და ნია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203