
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
პირველობისთვის იბრძოდნენ გუნდები - „მწვანე დრაკონები“ და „წითელი დრაკონები“. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში, კაპიტნებთან ერთად, პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთნენ. საბოლოოდ, კი, გამარჯვება წილად ხვდათ „წითელ დრაკონებს“.
აქტივობის ორგანიზატორი სპორტის პედაგოგი ლადო სარია გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: