პირველკლასელთა კარნავალი დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში
05-06-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.

სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო კარნავალი გაიმართა, რომელიც მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. საზეიმო კარნავალის ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი მარინა ჩხაიძე გახლდათ, მანვე გააფორმა სცენაც. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი თინა ღლონტი. 

მოსწავლეებმა კი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

„ბავშვებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის ასე ლამაზად და საინტერესოდ დასრულებას. წინ კიდევ ბევრი ფერადი დღეები გელით“,- ასე მიმართა ზეიმის დასასრულს კლასის დამრიგებელმა აღსაზრდელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203