ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა შემეცნებითი ვიზიტი ლაბორატორიაში
05-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „21-ე საუკუნის“ წევრები სასწავლო-შემეცნებითი ტურით დედაქალაქს სტუმრობდნენ. 

28 მაისს, თბილისში ვიზიტისას კლუბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამეცნიერო ლაბორატორიაში, სადაც ქიმიის დარგში საინტერესო ცდები და ექსპერიმენტები იხილეს.

ეკოკლუბელებმა საკვლევად ქალაქის ტბიდან და სამკურნალო წყაროდან აღებული სამკურნალო წყლები წაიღეს. აქტივობის ფარგლებში ისინი ესაუბრნენ ლაბორატორიის დირექტორს და მეტი გაიგეს წყლის ბიოქიმიური ანალიზის შესახებ. 

აქტივობის ორგანიზატორი იყო სკოლის ქიმიის პედაგოგი ცისანა ქოქოსაძე იყო, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203