ტყიბულის N6 საჯარო სკოლის გიორგი ქათამაძის წარმატება საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე
04-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილი და წახალისებულია. მათი წარმატება და ნიჭიერება კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში მე-5 კლასელი გიორგი ქათამაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

V კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძე (დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი, ვოკალის პედაგოგი - მაია დონაძე) ქალაქ სენაკში, ხელოვნების აკადემიის ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე - „სენაკი არტ ფესტი“ ვოკალში საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.

წარჩინებული გამოსვლისათვის ჯილდო გიორგის თავად ART AKADEMIS გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ვალერიან შიუკაშვილმა გადასცა.

გიორგი ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წისნვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203