„ენა, მამული სარწმუნოება“ - საზეიმო ღონისძიება ალერტკარის საჯარო სკოლაში 
04-06-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, სააღდგომო ღონისძიება, რომელიც სკოლაში 30 მაისს გაიმართა. ამ დღეს სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს. 

„მოწვეულმა სტუმრებმა მამა ლაზარემ, მამა ექვთიმემ, მამა პანტელეიმონმა, მამა ნიკოლოზმა, ვაჟა ესებუამ, ძვირფასმა ქალბატონმა შორენამ ღვთის სურნელით და მადლით აგვავსეს. სტუმრისა თუ მასპინძლის თვალებში რწმენა, სიყვარული და მადლიერება ირეკლებოდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში წარიმართა, მოიცავდა მრავალფეროვან პროგრამას - ბავშვებმა იგალობეს სხვადასხვა საგალობელი, იმღერეს, იცეკვეს, წარმოადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები. კითხვები დაუსვეს სტუმრებს. შეხვედრის მთავარი თემა იყო - „ენა, მამული სარწმუნოება“.

ღონისძიების ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი ალერტკარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203