გუბისწყლის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშები გაიმართა
05-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

მათ ფორმები მოირგეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, იხალისეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203