ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, რუსულ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა „სკოლა“ გახლდათ.
პედაგოგი სირუნ ლევანიანი მოსწავლეებს საკითხის შესახებ საინტერესოდ ესაუბრა და მათი აზრი მოისმინა.
„მასწავლებელმა ასევე „მომავლის სკოლაც“ წარადგინა ისე, როგორც თვითონ ჰქონდა წარმოსახვაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარადგინეს აღნიშნული თემა უცხოურ ენაზე.
მათ ასევე დაწერეს ესე, რომელსაც ჰქონდა ღრმა და საინტერესო შინაარსი.
იხილეთ ფოტოები: