
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, მე-5, მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეები „კინგსის“ საგაზაფხულო ოლიმპიადაში მონაწილდობდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.
ეს მიღწევა დირექციამ მოსწავლეებს სკოლის ეზოში მიულოცა. პედაგოგები ხარობენ და ამაყობენ იმით, რომ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე აღსაზრდელები ჰყავთ.
„წინ ახალი შესაძლებლობისკენ“,- ამბობენ სკოლაში.