პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება გუბისწყლის საჯარო სკოლაში
04-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში პირველკასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს. 

„კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა“, - ასე შეაფასეს სკოლაში მოსწავლეების მრავალფეროვანი წარმოდგენა.

„ანბანის ზეიმი“, რომელსაც პირველი კლასის პედაგოგი- ნანი კინწურაშვილი ხელმძღვანელობდა დაუვიწყარ სანახაობად იქცა პატარებისთვის. 

ზღვა ემოციით, სითბოთი და სიყვარულით სავსე მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა, სასკოლო საზოგადოებას თვალწინ გადაუშალეს ერთი წლის დაუღალავი შრომით მიღწეული შედეგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203