
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
დღე ემოციური იყო როგორც მე-12 კლასელებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის.
მეტორმეტეკლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ სასწავლო გარემოს, საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას მიულოცეს და უსურვეს მწვერვალების დაპყრობა.
იხილეთ ფოტოები: