ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
05-06-2024
ახმეტის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას
მნიშვნელოვანიყურადღება ექცევა.

ამის მაგალითია დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სკოლაში საინტერესოდ წარიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა. მოსწავლეებმა პლაკატები შექმნეს, ნერგები დარგეს, საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღნიშნული აქტივობები პედაგოგების: მაია ნათელაურისა და ნონა შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203