პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში
04-06-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან, აღსანიშნავია, ისიც, რომ პედაგოგები მოსწავლლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს ზეიმობენ. 

ცხადია სკოლაში არც ეროვნული სამოსის დღე დარჩენილა აღნიშვნის გარეშე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება დაუვიწყარ, წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება მოსწავლეთა გონებაში.

სკოლის ადმინისტრაციისა და ინკლუზიური განათლების კათედრის თაოსნობით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა, ქართული ჰიმნის თანხლებით და სახელმწიფოს გაშლილი დროშებით მოაწყვეს მსვლელობა.

მსვლელობის, შემდეგ მე-5 კლასის პედაგოგმა - მაკა ჯანელიძემ და  მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „ქართული ეროვნული სამოსის ისტორია“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203