„ვამაყობთ კურსდამთავრებულებით“ - სამღერეთის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
05-06-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მე-12 კლასის ორი მოსწავლისთვის საზეიმოდ დაირეკა. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მის კედლებში მაინც უდიდესი სიხარული და ამავდროულად, სევდა იგრძნობოდა. რასაკვირველია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა კურსდამთავრებულებისთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელია. 

მათ სასკოლო საზოგადოება უდიდესი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობა.

„ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით, ჩვენ შევძელით და ცხოვრების ახალ საფეხურზე გავუშვით ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ, მხარი აუბან ყველა სიახლეს, ამაყად დაძლიონ ცხოვრების გზაზე შემხვედრი პრობლემები.

არ ვემშვიდობებით, ვლოცავთ მომავალ გზაზე, რომელზეც დღეიდან შედგეს ფეხი“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203