ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიათეკას სტუმრობდნენ
05-06-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები პედაგოგების: მაია დუმბაძისა და მზია ზვიადაურის ხელმძღვანელობით მედიათეკაში იყვნენ.

მათ მედიათიკის სივრცე დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, ცოდნა და საჭირო გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203