ახმეტის N3 სკოლის მე-4 კლასელთა ემოციური და დასამახსოვრებელი ღონისძიება 
04-06-2024

ახმეტის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, სკოლაში, დამრიგებელ მაია აბრამიშვილის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასელთა ღონისძიება ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, სწორედ ამ ემოციურ მოვლენას ეძღვნებოდა აღნიშნული ღონისძიება.

ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, და ნასწავლი მასალა შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ასევე პირველ მასწავლებელს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

პედაგოგი მაია აბრამიშვილი და სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი მე-4 კლასელებს მომავალ კლასებში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203