
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში ერთვება.
31 მაისს და 1 ივნისს ჩატარდა „საუკეთესო სასკოლო საზოგადოების“ ფინალური შეხვედრა, რომელშიც დაბა თიანეთის სამი სკოლა მონაწილეობდა.
გამარჯვება დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლას ერგო, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილები ჟებოტის და ახალსოფლის სკოლებმა გაინაწილეს.
გამარჯვებულებს თიანეთის მერმა - ლევან წიკლაურმა გადასცა მერიის დაწესებული გარდამავალი თასი.
სკოლის დირექტორმა - ნატალია ოთარაშვილმა კი სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით ამ შეჯიბრებაში წარმატებული მონაწილეობისთვის .
იხილეთ ფოტოები: