მუღანლოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის შემაჯამებელი ლამაზი ღონისძიება 
04-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა I კლასი წარმატებით დაასრულეს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლაში პირველკლასელთა ემოციური გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ნასწავლი მასა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ანყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეთა ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

პედაგოგი მათ მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებს.

„ჩვენ პირველი კლასი დავამთავრეთ! გილოცავთ ჩემო პატარებო! ყველაზე ცელქების და საყვარლების კლასი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203