ქობულეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღნიშნეს 
04-06-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. პედაგოგების ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში მოსწავლეებმა საინტერესო სანახაობა დადგეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, ფლეშმობი მოაწყეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203