მოლითის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა
04-06-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული და დასასრულიც საზეიმო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს.

პატარებმა საზეიმოდ გააცილეს ანბანი, ლექსად წარმოაჩინეს მათემატიკური ციფრები, „გააცოცხლეს“ და განასახიერეს  „ზარმაცი გიგლას“, სცენარი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ  მათთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების დანარჩენმა მოსწავლეებიც. პატარებმა ბევრი იმხიარულეს და ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„მადლობა ბავშვებო ასეთი კარგები რომ ხართ, შევხვდებით მე-2 კლასში“, - ამ სიტყვებით გააცილეს პატარები სკოლიდან და ნაყოფიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203