ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები და შთამბეჭდავი ღონისძიება კვალითის საჯარო სკოლაში
07-06-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

ისინი ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი გამართეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს, 

აღსანიშნავია, აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203