ბათუმის N9 საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 
04-06-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან.

სწორედ ამიტომ, სკოლის მე-10 კლასში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მეათეკლასელებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და თემატური ლექსები წაიკითხეს. მათ, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203