ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი შექმნილი მანქანებით „რობოტების ბრძოლა“ მოაწყვეს
05-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

მოსწავლეები არჩევით საგანს - რობოტექნიკას ხალისით, სხვადასხვა აქტივობებით სწავლობენ და მის ფარგლებში საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.

მათ, ამჯერად, მანქანა-რობოტები შექმნეს. მათ სკოლაში, აღნიშნული რობოტების ბრძოლა - SUMO challenge მოაწყვეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის და მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ვიდეოები:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203