
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ეს განსაკუთრებით ამაღელვებელია, ცხადია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც ემოციურია პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის მიწურულს მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და პირველ მასწავლებელს - ირა ხუსკივაძეს მადლობა გადაუხადეს ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის.
განსაკუთრებით ემოციური იყო ერთ-ერთი მშობლის, ნინო გუნიავას ემოციური მიმართვა პედაგოგს, სადაც მას გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის და იმასაც აღნიშნავს, რომ მისი შვილისთვის სკოლაში წასვლა ყოველ დღე სასიხარულო იყო.
„უდიდესი მადლობა კვალითის საჯარო სკოლას, უდიდესი მადლობა მასწავლებელ ირა ხუსკივაძეს გაწეული შრომისთვის, თქვენ ჩვენი შვილების ნათელ მომავალს ჩაუყარეთ საფუძველი, თავდაუზოგავად იშრომეთ მათთან ერთად. ყოველ დილით უხაროდა დათას სკოლაში წასვლა, იქ ხომ საყვარელი ირა მასწავლებელი ელოდა, დიდი მადლობა ირა მას ყველაფრისთვის, ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ!“, - აღნიშნავს მშობელი.
იხილეთ ფოტოები: