„სიკეთის გაკვეთილებით დაწყებული ზაფხული“ - ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ
04-06-2024

მართალია სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა თბილისის N79 საჯარო სკოლაში არც მოტივაციას, არც განწყობას და არც შემართებას უჩივიან, მეტიც, ზაფხული მრავალფეროვანი გაკვეთილების ციკლით დაიწყო. 

„სიკეთის გაკვეთილებით დაწყებული ზაფხული“, - ამ სახელწოდებით, სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ინიციატივებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-10გ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ერნა მანუკოვასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნანა სულაძესთან ერთად ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს ესტუმრნენ. 

ბავშვთა საერთაშორისო დღე დაუვიწყარი, ცრემლმორეული ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203