პატრიოტული ღონისძიება კვალითის საჯარო სკოლაში
05-06-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა 26 მაისის შესახებ ისაუბრეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203