წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი წარმატებით დაბრუნებულ ძალოსან ჯაბა ტყეშელაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
05-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საამაყო, დაფასებული და წახალისებულია. 

ახლახან, სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს „მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს“ - მე-9 კლასის მოსწავლე ჯაბა ტყეშელაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ძალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი წარმატებული სპორტსმენი და არაერთი ტიტულის მფლობელია, მათ შორის, 102 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია

დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, დამრიგებელმა - სალომე ქობალიამ და მეგობრებმა საზეიმოდ მორთეს სკოლის ეზო, დაუგეს წითელი ხალიჩა და სიმბოლურად მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე დ.სილაგაძე, ისტორიის მასწავლებელი ფ.გიორხელიძე, ქართულ ენა/ლიტერატურის მასწავლებელი თ.გრიგოლია და მე-7 ა, მე-7ბ და მე-7 კლასების მოსწავლეები. 

შეხვედრაზე ჯაბამ ისაუბრა მისი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ის შეკრებილ საზოგადოებას შეჰპირდა და მომავალშიც არაერთხელ ასახელებს სკოლას.

„მომავალში მსოფლიო ჩემპიონობა აღგვითქვა. დამსწრე მოსწავლეებს კი მოუწოდა - შრომისკენ, რადგან მხოლოდ შრომას შეუძლია მიზნის ასრულება“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203