აჭყვას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
04-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში პირველკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე - „მოგზაურობა ქართულ ანბანთან“ ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს.

საზეიმოდ გამოწყობილმა პირველკლასელებმა სადღესასწაულოდ მორთულ საკლასო ოთახში შეასრულეს საინტერესო მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები.

სანახაობა იყო სახალისო და შემეცნებითი. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ზოიძემ მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ირინა აბუსელიძეს, ქართული ენის მასწავლებელს, დარინა ბერიძესა და უსაყვარლეს პატარებს  მათ მშობლებს სკოლაში აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203