
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ვიქტორინა ბიოლოგიაში, რომელში V-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ 3 ჯგუფად.
როგორც სკოლაში აფასებენ, ვიქტორინა საინტერესო, შემეცნებითი და ინტერაქციული ხასიათის იყო და მას ბიოლოგიის პედაგოგი ამალია გვიდიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: