ხონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება
04-06-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და დაულოცა გზა, რომელიც კენწეროში ტკბილდება. 

თეთრ პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდებისთვის ემოციური იყო 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასასრული, და ბოლო დღე მშობლიური სკოლის კედლებში, საყვარელ მასწავლებლებთან და უმცროს თანასკოლელებთან ერთად. 

დღის ბოლოს, ახალგაზრდების თეთრი პერანგები სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მილოცვებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

„ისევ აწკრიალდა ბოლო ზარი. ისევ აჭრელდა თეთრი პერანგები. სადაც დაიწყო, იქ დასრულდა ბავშვობა, ლაღი და უდარდელი. ცხოვრების ბილიკებზე სასურველი გზის პოვნას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, ჩემო მეთორმეტეკლასელებო!

... დაე, წარმატებით აგევლოთ ცხოვრების ყველა აღმართი! დაე, წარმატებული იყოს თქვენი ყოველი ნაბიჯი!“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს ახალგაზრდები სკოლიდან და მათ წინსვლა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203