
მოსწავლეთა შეფასება სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში აფასებენ მოწაფეთა მიღწევებს და განსაზღვრავენ გამოწვევებს.
3 ივნისს, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები.
დღეს, პირველი გამოცდა ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოცდები გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში - მათემატიკაში, ინგლისურსა და ისტორიაში.
შიდასასკოლო გამოცდები ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და განვითარებას, რასაც თამარ მეფის გიმნაზია ყოველწლიურად ახორციელებს.
გიმნაზია წარმატებებს უსურვებს ყველა მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები: