
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მათთვის სახალისო სასწავლო პროცესის შექმნის მიზნით, პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
ახლახან, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) იმყოფებოდნენ მცხეთაში.
მოსწავლეებმა მოილოცეს შიო მღვიმის მამათა მონასტერი. ასევე, მოისმინეს ისტორია შიო მღვიმის შესახებ და მოინახულეს მისი საფლავი.
ბავშვებმა ითამაშეს ბუნებაშიც და სასიამოვნო განწყობით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: