
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე და მათთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სწორედ ასეთი დაუვიწყარი, ფერადი და ზღაპრული იყო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე დაბლაციხის საჯარო სკოლაში.
მოსწავლეებმა ეს დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, ბევრი იმხიარულეს და ერთმანეთს სიყვარულითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს.
„სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის დღესა და ნინოობას. უფალი იყოს ყველას შემწე“, - ამ მილოცივით დაგვირგვინდა ღონისძიება სკოლაში, რომელიც ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: