თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს 
04-06-2024
თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებით კონკრუსში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის XI კლასის მოსწავლეები: გიორგი როგავა, ანა კიპაროიძე და ლაშა აფრასიძე (პედაგოგი: თამარ რთველიაშვილი) საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გამართულ კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“, მონაწილეობდნენ.

ისინი კონკურსის პირველ ტურში ჟიურის შერჩეული საუკეთესო თხზულებათა ავტორები გახდნენ და ფინალში გადავიდნენ.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით.

„განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენის, მათი პოტენციალის წარმოჩენისა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ ფინალურ ეტაპზეც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203