
კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, პატივისცემის გრძნობის გაღვივება და სწავლა-შემეცნება - სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა მორიგი საინტერესო ექსკურსია.
გიმნაზიის წმინდა სოლომონ მეორის სახელობის VIა კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ძამას ხეობაში, სადაც მოინახულეს ყინწვისის, ორთუბნისა და სარკინეს მონასტრები.
ასევე, მოსწავლეები გაეცნენ ძამას ხეობის ისტორიას, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
მოსწავლეებს თან ახლდნენ პედაგოგები - იოსებ აფაქიძე და ინგა ჩადუნელი.
მოსწავლეები ექსკურსიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: