
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო გამოწვევებში და თავიანთ იდეებს, არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას, არამედ ფართო საზოგადოებასაც აცნობენ.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2024 წლის 2 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისში ჩაატარა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია - „ოქროსრიცხვი-2024“.
კონფერენციაზე აქტიურად მონაწილებდნენ ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები: მარიამ გოგუაძე და ანანო გოგიტიძე, რომლებმაც კონფერენციაზე წარადგინეს საინტერესო თემა - „ქიმია, როგორც შთაგონება“.
მოსწავლეები: ლანა ბოლქვაძე და ლიზი გვიანიძე კი აუდიტორიის წინაშე წარდგნენ თემით - „რას მალავენ ვიტამინები“.
ხატია ხუჯაძემ კი წარადგინა თემა - „ვიცნობთ კი თაფლს“.
იხილეთ ფოტოები: