საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულებმა ნინოობა საყვარელ პედაგოგებთან და თანასკოლელებთან ერთად აღნიშნეს
04-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება უკვე დასრულდა, მათ ჩახურეს ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი. სკოლის დასრულების მიუხედავად, ისინი სკოლასთან კავშირს არ წყვეტენ, დირექცია და პედაგოგები მათი აქტიური მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. 

1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, სკოლის საყვარელი კურსდამთავრებულები წირვას ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაესწრნენ. 

ახალგაზრდებისთვის დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო, მათი სასკოლო მოგონებების მატეანეს კიდევ ერთი დღე შეემატა, დღე, რომელიც საყვარელ პედაგოგებთან და ბავშვობის მეგობრებთან ერთად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203