სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გამართეს 
04-06-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება მოსწავლეებსა და პედაგოგების შემართება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. 

ამის ნათელი მაგალითია, 31 მაისს, სკოლაში გამართული საინტერესო და ამაღელვებელი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. 

ბავშვები გულწრფელი ემოციებით კითხულობდნენ გალაკტიონის, ოთარ ჭილაძის, მირზა გელოვანის, შანდორ პეტეფისა თუ პეტრე კოლხის ლექსებსა და ცნობილი ადამიანების სატრფიალო წერილებს.

ლიტერატურულ კომპოზიციას ალამაზებდა და ავსებდა მოსწავლეების მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკის შედევრები და ქალაქური სიმღერების ჰანგები.

ქართულმა ცეკვამ და კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოების შესრულებამ კი, მეტი ხიბლი შესძინა ღონისძიებას. 

აღსანიშნავია, რომ ამ დაუვიწყარი დღის შემოქმედნი მოსწავლეებთან ერთად არიან ნათია ღლიღვაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ნინო ივანიშვილი მუსიკის პედაგოგი.

სკოლაში პედაგოგებს განსაკუთრებული მადლობას უხდიან ამ დღის გალამაზებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203